19 აპრილს, ღამის 11 საათზე, დასრულდა შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აჭარის მთავრობის თამვმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის.
გიორგი კვირიკაშვილმა რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა. იგი და ზურაბ პატარაძე მიტროპოლიტმა რეზიდენციის კარამდე მიაცილა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, პრემიერ-მინისტრი აჭარაში იყო და სხვა შეხვედრებთან ერთად ეს შეხვედრაც წინასწარ იყო დაგეგმილი. კონკრეტულად რა იყო შეხვედრის მიზანი, პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.