logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს შეხვდა
- +

20 აპრილი. 2017. 01:49



19 აპრილს, ღამის 11 საათზე, დასრულდა შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აჭარის მთავრობის თამვმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის.


გიორგი კვირიკაშვილმა რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა. იგი და ზურაბ პატარაძე მიტროპოლიტმა რეზიდენციის კარამდე მიაცილა.


აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, პრემიერ-მინისტრი აჭარაში იყო და სხვა შეხვედრებთან ერთად ეს შეხვედრაც წინასწარ იყო დაგეგმილი. კონკრეტულად რა იყო შეხვედრის მიზანი, პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner