ავტორი სალომე უერთაშვილი
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის ეფექტურობას მისი ადგილმდებარეობა პრობლემებს უქმნის.
„აუცილებელია პარლამენტის თბილისში გადმოტანა, გარდა მატერიალურისა, მოგეხსენებათ, წინ და უკან სირბილი ფული ჯდება, პარლამენტში მისვლა ტექნიკურად რთული პრობლემაა. მაგალითად, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა იყო, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მინიმუმ 2 დღით თავისი სამსახურიდან წასულია და რატომ? მარტო იმიტომ, რომ გზას სჭირდება დიდი დრო, თორემ მოხსენება მაქსიმუმ რამდენიმე საათი გაგრძელდეს. ამდენად პარლამენტის ეფექტურობა, მისი კონტაქტი სხვადასხვა სამინისტროსთან, სამსახურთან, თუნდაც არასამთავრობო სექტორთან, ყოველთვის ამ პრობლემასთანაა დაკავშირებული.
ერთი ციცქნა ქვეყანა ვართ და ამ ერთი ციცქნა ქვეყნის ერთ ბოლოში პარლამენტი გაქვს და მეორე ბოლოში მთავრობა, ანეკდოტური სიტუაცია არ არის?", - ამბობს საყვარელიძე.