logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: ირაკლი გოგაძე და ვაჟა ჭინჭარაული - უვაჟკაცესი და უერთგულესი ბიჭები...
- +

20 აპრილი. 2017. 02:44


 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციის დროს უშიშროება ამავდროულად ცდილობდა პრეზიდენტის ერთგული და არაკონტროლირებადი დაცვის წევრებისა და თანმხლები პირების ჩამოშორებას. სწორედ ასეთები იყვნენ ირაკლი გოგაძე და ვაჟა ჭინჭარაული, უვაჟკაცესი და უერთგულესი ბიჭები...

 

რა თქმა უნდა, ასეთები ხელს შეუშლიდნენ მათი გეგმების განხორციელებას. დღემდე ორივე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. თუმც სავარუდოდ მათი ნეშტი ნაპოვნია, მაგრამ პროკურატურა დღემდე არ თუ ვერ ატარებს საჭირო ღონისძიებას პიროვნების დადგენის მიზნით!"- წერს გამსახურდია და ჟურნალისტის ირაკლი შონიას facebook-ის სტატუსს აზიარებს:


„რამდენიმე დღის წინ ძალიან საინტერესო გადაცემას ვუყურე,ინდოეთის ქალაქ გოაში,დე გრასას ტაძარში ჩატარებულ არქეოლოგიურ გათხრებზე, რის შედეგადაც როგორ იქნა ეკლესიის საკურთხევლის მარცხენა მხარეს აღმოჩენილ იქნა შავი სარკოფაგი ცხედრის ნაწილებით, რომლის პატარა ნიმუში გადმოგზავნილ იქნა სამხარაულის საექსპერტო ბიუროში, (არქეოლოგთა მიზანი იყო აღმოეჩინათ წმინა ქეთევან დედოფლის ნაწილები),კვლევის შედეგად დადგინდა რომ ძვლის ნაწილები ქალბატონისაა და თანაც ქართველთა გენეტიკის მაჩვენებელი... მართალია დღეს ქეთევან დედოფლის პირდაპირი შთამომავლები აღარ არსებობენ,მაგრამ საექსპერტო კვლევების შედეგად დიდი ალბათობით ეს ნაწილები წმინდა ქეთევან დედოფალს ეკუთვნის... ამ გადაცემის ყურებისას თუკი ვინმე გამახსენდა ეს ვაჟა ჭინჭარაულია (ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის წევრი) და ირაკლი გოგაძე... სოფელ ნაკიფუში პროკურატურამ ადგილობრივი მოსახლეობის მითითებით ულურიის უბანში გათხრების შედეგად ორი ცხედარი აღმოაჩინა,რომელიც დიდი ალბათობით უგზო-უკვლოდ დაკარგულ ვაჟას და ირაკლის ეკუთვნის... ზეპირი მონაცემებით და თვითმხილველთა ჩვენებით მსგავსება და ბევრი დეტალის დამთხვევაა,თუმცა ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტი ამის შესახებ არ არსებოს! მთავარი კი რაც მინდა ავღნიშნო და რატომ გაუკეთე შესავალი,დღეს საექსპერტო ბიუროში უამრავი მაღალ კვალიფციური სპეციალისტი მუშაობს,აღჭურვილნი არიან თანამედროვე კვლევის აპარატურით და თუ 17-ე საუკუნის ცხედრის ნარჩენებზე ზუსტად განსაზღვრეს კვლევა (და ცოტა ხანში როგორც იქნა ფარდა აეხდება ქეთევან დედოფლის სამარხის საიდუმლოს), აგერ სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ მომხდარ ფაქტზე,(როდესაც ცხედრებიც ხელ აქვთ), რატომ ვერაფრით მოახერხეს ექსპერტიზის ჩატარება? რა არის ამის მიზეზი სახელისუფლო ნება? მავანთა და მავანთა მიერ ექსპერტიზის აკრძალვა და ხელის შეშლა? ადრე თუ გვიან ხომ უნდა გაცხადდეს ამ ორი შესანიშნავი ვაჟკაცის შესახებ? ადრე თუ გვიან ხომ უნდა ეღირსოთ ქრისტიანული წესით მიწისთვის მიბარება,ახლბლებისთვის და თანამებრძოლებისთვის საფლავენთან მისვლა და პატივის მიგება?!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner