logo_geo
eng_logo
შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
- +

20 აპრილი. 2017. 10:17

 

შსს- სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული .. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, „აკ 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ- 236- მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

right_banner right_banner
არქივი
right_banner