გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გენშერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ უწყებას 1974-დან 1992 წლამდე ხელმძღვანელობდა.
გენშერი აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ გალეში დაიბადა. 1952 წელს ის საცხოვრებლად დასავლეთ გერმანიაში გადავიდა, სადაც იურიდიული განათლება მიიღო და პოლიტიკით დაკავდა.