logo_geo
eng_logo
თამარ ქალდანი: სისტემურ დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილება გვაკლია
- +

1 აპრილი. 2016. 23:18



„ერთი მხრივ, ცუდი წარსული გამოცდილება გვაქვს, მეორე მხრივ კი, სისტემურ დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილება გვაკლია,"- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა განაცხადა. 


მისივე თქმით, ფარული კადრების გავრცელების პრობლემა სისტემურია და მის წინააღმდეგ ბრძოლას ერთი კონკრეტული უწყება ვერ შეძლებს.


საჭიროა უწყებებს შორის ინტენსიური კოორდინაცია, ერთიანი სტრატეგია და კომპლექსური გეგმა, რაც მონაცემთა დაცულობას, პრევენციულ ღონისძიებებს ითვალისწინებს. ჩვენ საგამოძიებო პროცესში ვერ ჩავერევით, მაგრამ დანაშაულის გამოძიების პროცესს თვალყურს ვადევნებთ და პროკურატურასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შენიშვნები ვერ მექნება, მაგრამ შენიშვნები მაქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ძველ საქმეებზე, რომლის გამოძიების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ვაცნობიერებ, რომ ყველა დანაშაული ყოველთვის ვერ იხსნება, მაგრამ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია სჭირდება. კარგია, რომ პროცესში უცხოელი ექსპერტები არიან ჩართულნი და პროკურატურამ ინტენსიური ნაბიჯების შესახებ გვაცნობა. იმედი მაქვს, უცხოელ ექსპერტებთან ურთიერთთანამშრომლობა შედეგს მალე გამოიღებს",-აღნიშნა ქალდანმა.


ამასთან, მისივე თქმით, 2014 წელს უკანონო გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი 635 დისკი, რომელიც ნაკლებად სენსიტიურ მასალას შეიცავდა, პროკურატურას გადაეცა.


გამოძიებას უნდა დაედგინა, ვინ მოიპოვა ინფორმაცია, რა იყო მიზანი, ვინ იყო შემკვეთი და ვინ ახდენდა პროცესის ორგანიზებას. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ შედეგები არ ვიცით. მივიჩნევ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მცირე მასალის განადგურება სწორი ნაბიჯი იყო. შესაძლოა, დღეს ეჭვები გაჩენილიყო, ხომ არ გავრცელდა ეს ინფორმაცია პროკურატურის მიერ?! ამაზე იმიტომ არავინ საუბრობს, რომ მაშინ ასეთი კადრები  განადგურდა",- განაცხადა ქლდანმა 2030-ში.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner