logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: როგორ აკლია დღევანდელობას იოსებ ნონეშვილისნაირი წესიერი, კრისტალივით სუფთა მოქალაქეები
- +

19 აპრილი. 2017. 22:15


19 აპრილი გამოჩენილი ქართველი პოეტის, დიდი საზოგადო მოღვაწის, საოცრად თბილი ადამიანის - იოსებ ნონეშვილის დაბადების დღე იყო.


მალე საუკუნის ხნის ხდება.


როგორ აკლია დღევანდელობას მისნაირი წესიერი, კრისტალივით სუფთა, კეთილშობილებით აღსავსე არა მარტო უნიჭიერესი პოეტი, არამედ... უბრალო მოქალაქეები.


ლექსები, იცოცხლე, მან რომ დაწერა, ისეთი უნდა... ბევრმა ზეპირად იცის (ჯეჯელავას არ გააგებინოთ, თორემ...), სიმღერები, მის ლექსებზე რომ არის შექმნილი, ჟრუანტელს ახლაც მოგგვრის ადამიანს... აი, ცხოვრების კრედო კი, სწორედ ისეთი უნდა, მას რომ ჰქონდა და ლექსად რომ ამოხეთქა იმ გულიდან, რომელსაც ბოროტების ერთი ბეწვიც კი არ გაკარებია:


ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,

ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი.

წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე,

თურმე ესეც კაცობაა დიდი...


ხსოვნა იყოს უსაყვარლესი, ნამდვილად სახალხო პოეტის!

უმრავლე მშობელ ქვეყანას მსგავსი ბულბული და ადამიანი!




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner