თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ფოტოგრაფების საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადახედვა დაიწყო. საქმეში მსჯავრდებული 4 ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე მათი უდანაშაულობის დადგენას და სახელის რებილიტაციას ითხოვენ.
„ჩვენ დიდი ჯოჯოხეთი და უსამართლობა გავიარეთ იმ ფოტოების გამო, რომელიც 26 მაისს გადავიღეთ და რაც ნახა მთელმა მსოფლიომ. ჩემთვის მთავარია, ის ადამიანი დაისაჯოს, ვინც ამ ახირებაზე გასცა ბრძანება. მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი მძიმე მუხლი ჩვენს კანონში არ არის. სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე მუხლია, არ მინდა, ასეთი დაღით ვიარო. მე ოჯახი მყავს, ნათესავები, შვილი მყავს. ჩვენ ვითხოვთ რეაბილიტაციას და დაურთეთ საქმეს პროკურატურის შუადგომლობა. მე შვილით მემუქრებოდნენ, მითხრეს, თუ არ აღიარებ დანაშაულს, შეიძლება შენი შვილი ქუჩაში ავარიაში მოყვეს.
ჩვენ ჟურნალისტებმა გადაგვარჩინეს, რეზონანსი მოჰყვა ამ საქმეს, გთხოვთ, დააჩქარეთ ამ საქმის გამოძიება", - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.