logo_geo
eng_logo
სანკტ-პეტერბურგის მეტროში განხორციელებული ტერაქტის დამკვეთის ვინაობა დადგენილია
- +

20 აპრილი. 2017. 16:30


რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორის ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) სანკტ-პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს განხორციელებული ტერაქტის დამკვეთის ვინაობა დაადგინა.


ბორტნიკოვს აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალები არ გაუსაჯაროებია, თუმცა აღნიშნა, რომ ტერაქტის გამოძიება გრძელდება.


6 აპრილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რვა ეჭვმიტანილის დაკავების თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია, ექვსი მათგანი მოსკოვში, ხოლო ორი სანკტ-პეტერბურგში დააკავეს.


17 აპრილს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, აბრორ აზიმოვი დააკავეს, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ინფორმაციით, თვითმკვლელი-ტერორისტის მომზადებით იყო დაკავებული.


3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner