„პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, მაგრამ წლების განმავლობაში მისი ტოტალური და სისტემური ხელყოფა ხდებოდა."- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემაში 2030 ფარული ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას და აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ფარულად ჩაწერებით, წინა ხელისუფლება იყო დაკავებული.
„ადამიანების პირადი სივცრის გასაკონტროლებლად, სპეციალური სისტემა იყო შექმნილი და მასალები საწყობდებოდა. 126 ათასი ფაილიდან დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი ნაწილის გატანა მანამდე მოხდა, რამაც გამოძიება ძალიან გაართულა." - განაცხადა ეკა ბესელიამ.