logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: ეს პროცესი ფორმალურიდან, შესაძლოა, იქცეს რეალური განხილვების სივრცედ...
- +

20 აპრილი. 2017. 17:13


 

„ყველა პარტიამ თუ ექსპერტმა წარმოადგინოს, დაასაბუთოს, ახსნას თავისი მოსაზრება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების" პირდაპირ ეთერში.


„5 სამუშაო ჯგუფიდან, რომელიც შეიქმნა კონსტიტუციის პროექტის შესაქმნელად, მე მხოლოდ 1 ჯგუფში ვიყავი ჩართული, რომლის მუშაობაც რამდენიმე შეხვედრით შემოიფარგლა, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვისაუბრებ დანარჩენი 4 ჯგუფის მუშაობის სტილზე. საყოველთაო განხილვები და საჯარო განხილვები პარლამენტში, როგორც დამაგვირგვინებელი, იძლევა იმის საშუალებას, რომ  ყველა პარტიამ თუ ექსპერტმა წარმოადგინოს, დაასაბუთოს, ახსნას თავისი მოსაზრება და  არგუმენტირებულად დაამტკიცოს ამ აზრის სისწორე. ყველას უნდა მიეცეს საშუალება, რიგით მოქალაქესაც კი, გამოთქვას თავისი აზრი. პროცესი ფორმალურიდან, შესაძლოა, იქცეს რეალური განხილვების სივრცედ, რასაც მე - მივესალმები", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner