logo_geo
eng_logo
გია ფერაძის დღემდე უცნობი კადრები
- +

20 აპრილი. 2017. 18:30



დღეს გია ფერაძე 69 წლის გახდებოდა. ყველასთვის საყვარელ და კოლორიტულ ადამიენზე ბევრი დაწერილა და კიდევ ბევრიც დაიწერება. მის მიერ განსახიერებული როლები თეტრსა და კინოში ყოველთვის გამოირჩეოდა, რომელთა შორის ნიკო - დიმა ბათიაშვილის ფილმში „არასერიოზული კაცი" შეიძლება ითქვას გია ფერაძის სავიზიტო ბარათი გახდა. დღეს არ ვისაუბრებთ გიას განსაკუთრებულ ტიპაჟთა გალერეაზე, არც ინტერვიუებს შემოგთავაზებთ.


60-იან წლებში ყველაზე პოპულარული გადაცემა მხიარულთა და საზრიანთა კლუბი გახლდათ. გია ფერაძე ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ეს ინტელექტუალური თამაში პირველად შემოიტანა საქართველოში. 51-ე სკოლის გუნდის უცვლელი კაპიტანი, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში პატიჟებდნენ ამ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელიც თვითონ იგონებდა, დგამდა ამ შეჯიბრებისათვის სიუჟეტებს. ეს გახლდათ პირველი ნაბიჯი პოპულარობისკენ...


გიას სცენაზე გამოჩენა და დარბაზიც იწყებდა სკანდირებას „გვიყვარს ჩაი, გვიყვარს რძე" - გვიყვარს გია ფერაძე". აქ კომენტარი ზედმეტია...


დღეს პირველად ვაქვეყნებთ სიუჟეტების ფრაგმენტებს გია ფერაძის და მისი მუდმივი პარტნიორის ბესო ხიდაშელის და სხვათა მონაწილეობით. კინო-ფირი 50 წელია ინახებოდა გელა ბრეგვაძის პირად არქივში. აქვე მადლობას ვუხდით დოკუმენტური ფილმების სტუდიას და მის ხელმძღვანელს რეზო მახათაძეს, ვინც განაახლა, დაამუშავა და ციფრულად გადმოიტანა დისკზე. გთავაზობთ ამ კინომასალას, მგონი ის უფრო გაამდიდრებს გიას ისედაც მდიდარ შემოქმედებით ცხოვრებას. ეს კინოსიუჟეტები შემდგომ გამოყენებული იყო სწორედ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშებში. მას შემდეგ 50 წელი გავიდა...



 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner