logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გაუმარჯოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს!
- +

20 აპრილი. 2017. 18:49




„გაუმარჯოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს! ის ხვალ ეწვევა საქართველოს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.


„ორბანი გახლავთ ანტილიბერალი პოლიტიკოსი, რომელმაც დააჩოქა სოროსი და დახურა სოროსის მიერ დაარსებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი. ფაქტობრივად, სოროსი გააძევა თავისი ქვეყნიდან! ქართველთმოძულე, სოროსის სოროდან გამომძვრალი ქვეწარმავლები გეგმავენ საპროტესტო აქციას უნგრეთის პრემიერის ვიზიტის წინააღმდეგ. ბატონმა ორბანმა მინდა იცოდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის 95% მიესალმება მის პატრიოტულ ნაბიჯებს, მიესალმება მის ვიზიტს, ხოლო ის მარგინალები, რომლებიც გააპროტესტებენ მის პოლიტიკას, წარმოადგენენ ქართველი ერის მტრებს! საქართველო ინატრებდა ორბანის მსგავს პრემიერ-მინისტრს!" - წერს ბრეგაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner