ტელეკომპანია „იბერიის" საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლაცაბიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება მტკიცებულებების არარსებობით ახსნა.
ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს განჩინებას და აპირებს გასაჩივრებას.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიის" დახურვის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
იხილეთ პროკურატურის განცხადება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=111