logo_geo
eng_logo
ლუბა ელიაშვილი: წამოვიწყოთ კამპანია- არა ფარული ჩანაწერების ნახვას!
- +

1 აპრილი. 2016. 23:35



ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების წინააღმდეგ ახალი კამპანიის- არა ფარული ჩანაწერების ნახვას! წამოწყებას გეგმავს და საზოგადოებას მოუწოდებს, კამოანიას შეუერთდნენ.


„საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ საშინელ უზნეობად მიმაჩნია სხვისი წერილების კითხვა, შესაბამისად, ადამიანის ნებართვის გარეშე ჩაწერილი მისი პირადი საუბრისა და პირადი ცხოვრების დეტალების ყურება!

 

ნურავინ შეიწუხებს თავს მსგავსი ჩანაწერების გამოსაგზავნად! მე არ ვარ და არც მინდა ვინმემ ჩამთვალოს ვუაიერისტად - ადამიანების ფარულად მოთვალთვალედ. ამასვე მოვუწოდებ ყველა ჩემს მეგობარს და თანამოაზრეს. მხოლოდ ასეთი მასალების ნახვაზე უარის თქმით შეგვიძლია დავუპირისპირდეთ იმათ, ვინც ცდილობს ფარული თვალთვალის თანამონაწილეებად გვაქციოს. მეგობრებო, მოგიწოდებთ წამოვიწყოთ კამპანია - არა ფარული ჩანაწერების ნახვას!!!"


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner