logo_geo
eng_logo
თეიმურაზ მურღულია: არ წყდება გრიფირების საკითხებზე მორიგი ტალღის აგორების მცდელობა...
- +

20 აპრილი. 2017. 20:23



განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

 

„დღეს, რუსთაველის ფონდის თაოსნობით გაიმართა ძალიან აქტუალური კონფერენცია ქართველი მეცნიერების Horizon 2020-ის, პირველ რიგში კი ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) გრანტების პროგრამაში მონაწილეობის საკითხებზე. განათლებისა და მეცნიერების პრიორიტეტის რეალური განხორციელების ფარგლებში, ასეთ რესურსებთან ხელმისაწვდომობის ამაღლება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

ამ ფონზე, მთელი დღის მანძილზე არ წყდება გრიფირების საკითხებზე მორიგი ტალღის აგორების მცდელობა. როგორც არაერთხელ ვთქვი, ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია კონსულტაციები, ორშაბათს, 24 აპრილს საზოგადოებას წარვუდგენთ საგრძნობლად გადამუშავებულ რეგულაციებს. რა თქმა უნდა, კანონით გათვალისწინებული ტენდერის მოთხოვნა არსად არ გაქრება, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც პრობლემური იყო გამომცემლებისა და ავტორებისათვის, საბოლოოდ, უკეთესი სახელმძღვანელოების შექმნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდა" , - წერს მურღულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner