logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: მორალურმა ტერორისტებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ მათი არ გვეშინია!
- +

1 აპრილი. 2016. 23:39



ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები განხორციელდება.


კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და იმედი მაქვს, აპრილის ბოლოს დავამტკიცებთ. მორალურმა ტერორისტებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ მათ მიერ დაანონსებულ კალენდარს არ ველოდებით და მათი არ გვეშინია. საზოგადოებამ ერთის მხრივ, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა შეუძახოს, რათა დამნაშავეების დასჯა მოხდეს და მეორეს მხრივ, ასეთი მასალა არ მიიღოს, რაც ბევრმა ღირსეულმა ჟურნალისტმა უკვე გააკეთა.

 

სისტემური დანაშაული გამოვლინდა, პარლამენტმაც შეფასება მისცა და დანაშაულისთვის ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაშია მიცემული, მაგრამ უკანონო პროცესში მონაწილე ყველა პირის გამოვლენა, უფრო რთული ამოცანა აღმოჩნდა. მესმის, რომ მიმდინარე გამოძიება იდეალური არ არის, მაგრამ დანაშაულის წინააღმდეგ მაქსიმალური ძალისხმევაა მიმართული. კანონის გამკაცრებაც ერთ-ერთი პრევენცია იქნება, მაგრამ ესეც არაა საკმარისი. კიბერდანაშაული თანამედროვეობის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად მიიჩნევა და ამისგან მაქსიმალურად დაზღვევა, გაცილებით უფრო დიდი რესურსის მქონე ქვეყნებსაც არ შეუძლიათ." - განაცხადა ეკა ბესელიამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner