BBC-ის ცნობით, რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეების" ექსტრემისტული საქმიანობა აღიარა და ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწეობა აუკრძალა. სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ორგანიზაციის ქონების კონფისკაცია განხორციელდეს.
ცენტრის წარმომადგენლებს რჩებათ შესაძლებლობა, განაჩენი გაასაჩივრონ.