logo_geo
eng_logo
ირაკლი მამალაძე: პრეზიდენტი პატრიარქს დეკანოზის შეწყალებას სთხოვდა, ომბუდსმენი კი მის მონახულებას...
- +

20 აპრილი. 2017. 22:49



ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მტკიცებულებები ნანახი, როდესაც პატრიარქთან მივიდა და დეკანოზის შეწყალებაზე ესაუბრებოდა.


„საქმის დაწყებიდან პირველი მოჩვენება ვისაც დაეწყო, ეს იყო პრეზიდენტი, შემდეგი იყო სახალხო დამცველი, რომლებსაც მტკიცებულებები არ ჰქონდათ ნანახი, მივიდნენ პატრიარქითან. პრეზიდენტმა დაუწყო საუბარი შეწყალებაზე. უჩა ნანუაშვილი კი პირდაპირ ეუბნებოდა პატრიარქს წამობრძანდი და მამა გიორგი ნახეო",- განაცხადა ირაკლი მამალაძემ.


აღნიშნული ინფორმაცია უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემაც დაადასტურა და დასძინა, რომ უტყუარი ინფორმაცია აქვს.


„უტყუარი ინფორმაცია მაქვს. მე რასაც ვლაპარაკობ ეს ის კი არ არის რასაც ადვოკატები საუბრობენ. მე რასაც ვლაპარაკობ, ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს", -განაცხადა ნანა კაკაბაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner