logo_geo
eng_logo
პარიზში მომხდარი თავდასხმის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია
- +

21 აპრილი. 2017. 01:27



პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტულმა განყოფილებამ შანზ-ელიზეზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიებაში ასევე ჩართულია კრიმინალური ბრიგადის ანტიტერორისტული განყოფილება და შიდა უსაფრთხოების გენერალური სამმართველო.


sky news-ის ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული სროლების შედეგად დაჭრილი მეორე პოლიციელიც გარდაიცვალა, დამნაშავე კი ლიკვიდირებულია.


ტელეკომპანიის ინფორმაციით, დამნაშავე განზრახ დაესხა თავს პოლიციის ოფიცერს. მისი ვინაობა ცნობილი იყო უსაფრთხოების სამსახურებისთვის.


მედიასაშუალების ინფორმაციით, ოფიცრები მაღაზია Marks and Spencer-თან მოკლეს. მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელი მანქანაში იმყოფებოდა. დამნაშავემ ცეცხლი მაშინ გახსნა, როდესაც პოლიციელები მეტროს სადგურ „ფრანკლინ რუზველტის" მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებდნენ. ამ მომენტისთვის თავდასხმის ოფიციალური მოტივი არ გაჟღერებულა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner