logo_geo
eng_logo
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მეორე პოლიციელის გარდაცვალებას უარყოფს
- +

21 აპრილი. 2017. 01:30



საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა პიერ-ანრი ბრანდემ ჟურნალისტებთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მეორე გარდაცვლილი პოლიციელის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.


„თავდამსხმელის იდენტიფიცირება ჯერ არ არის ზუსტი და ცხადი. არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ მას ჰყავდა ერთი ან რამდენიმე თანამზარხველი, რომლებიც ამ თავდასხმაში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ", - განაცხადა მან.



შეგახსენებთ, რომ პარიზში, შანზ-ელიზეზე ადგილი ჰქონდა სროლებს. ინციდენტის შედეგად, ერთი პოლიციელი მოკლულია, ორი დაჭრილი, თავდამსხმელი კი ნეიტრალიზებულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner