logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: არ არის ლაპარაკი ერთ ოჯახზე, სისტემური დანაშაული არ იყო დასჯილი!
- +

2 აპრილი. 2016. 01:44



ორგანიზაცია „ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებლის ლალი მოროშკინას განცხადებით ხელისუფლებამ ფარული ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს და მთელ დიპლომატურ კორპუსს კიდე ერთხელ უნდა შეახსენოს, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს.



„აქ არ არის ლაპარაკი ერთ ოჯახზე, აქ საუბარია რომ სისტემური დანაშაული არ იყო დასჯილი. ის ადამიანები, რომლებიც აწარმოებდნენ ამ გადაღებას დღეს მალვაში არიან. იგივე ძებნილი პრეზიდენტი და მისი ამფსონები, გაძეძგილი ჯიბეებით.

პირველივე დღიდან ვამბობდი რომ კოაბიტაცია ქვეყანას დაღუპავდა. ძირითადად ის პოლიტიკოსი ქალბატონები არიან დღეს შანტაჟის ქვეშ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა ამბობდნენ, რომ მოქალაქეები ითხოვენ კოჰაბიტაციას, სამწუხაროდ მათ მიიღეს დანა გულში. რაც ძალიან სამწუხაროა.

 

სასწრაფოდ უნდა მოვიწვიოთ ელჩები, დიპლომატური კორპუსი, ვაჩვენოთ  რას აკეთებდა რეჟიმი."- განაცხადა მოროშკინამ.  


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner