logo_geo
eng_logo
ფრანსუა ოლანდი: კვალი, რომელმაც დღევანდელ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა
- +

21 აპრილი. 2017. 02:00



საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, კვალი, რომელმაც დღევანდელ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა. მისივე თქმით, ხვალ დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე თავდაცვის საბჭოს სხდომას გამართავს. პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო პერიოდში უსაფრთხოების სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულნი იქნებიან, რათა საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველყონ.


„ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი პოლიცია მიზანშია ამოყვანილი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პოლიციელებმა, ჟანდარმებმა და სამხედროებმა თავიანთი ფუნქციები შეასრულონ. ჩვენი თანამოქალაქეები დაცულები არიან და დაცულები იქნებიან", - აღნიშნა ოლანდმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner