logo_geo
eng_logo
პარიზში მომხდარ დღევანდელ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
- +

21 აპრილი. 2017. 02:12



ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება, რომ პარიზში მომხდარ ტერაქტზე, ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა აიღო.  ორგანიზაციამ აღნიშნული განცხადება თავისი პროპაგანდისტური ორგანოს, „ამაყის" მეშვეობით გააკეთა.


„პარიზში შანზ-ელიზეზე თავდასხმის შემსრულებელი ბელგიელი აბუ იუსეფია, „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მებრძოლი", - ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.



პარიზში, შანზ-ელიზეზე ადგილი ჰქონდა სროლებს. ინციდენტის შედეგად, ერთი პოლიციელი მოკლულია, ორი დაჭრილი, ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner