ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება, რომ პარიზში მომხდარ ტერაქტზე, ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა აიღო. ორგანიზაციამ აღნიშნული განცხადება თავისი პროპაგანდისტური ორგანოს, „ამაყის" მეშვეობით გააკეთა.
„პარიზში შანზ-ელიზეზე თავდასხმის შემსრულებელი ბელგიელი აბუ იუსეფია, „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მებრძოლი", - ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.
პარიზში, შანზ-ელიზეზე ადგილი ჰქონდა სროლებს. ინციდენტის შედეგად, ერთი პოლიციელი მოკლულია, ორი დაჭრილი, ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია.