logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ! ისინი მეძავები არიან!
- +

2 აპრილი. 2016. 02:04



ორგანიზაცია „ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებლის ლალი მოროშკინას განცხადებით „ის პოლიტიკოსი ქალბატონები , რომლებიც მსხვერპლი არიან დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მეუღლეები ყავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მეძავები არიან."


ამის შესახებ მოროშკინამ გადაცემა „პრორიტეტში" განაცხადა:


„ოჯახში როგორ მოექცევა მათ მეუღლე მე არ მაინტერესებს, რქიანი ივლის თუ რქის გარეშე. აქ საუბარია მორალზე, მსოფლიოში ჯერ არსად არ გაუუქმებიათ ცოლქმრის ინსტიტუტი. იმიტომ იწერენ ჯვარს და იმიტომ მიდიან ეკლესიაში, რომ ერთმანეთს შეჰფიცონ ერთად ყოფნა. ამ კადრების ავთენტურობაში ეჭვი არ მეპარება. მე რასაც ვუყურებდი ძალიან ახლო ხედითაა გადაღებული და ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. წავიდნენ, იმიტომ რომ არ დაღუპონ ქვეყანა. როდესაც მაღალი თანამდებობა გიკავიათ, არ გაქვთ უფლება, რომ ქვეყანა შანტაჟის ქვეშ ამყოფოთ."- განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner