logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: დიდი დილემის წინაშე ვართ!
- +

2 აპრილი. 2016. 02:16



„უნდა დატოვონ თუ არა იმ პირებმა თანამდებობები ვისი ფარული ვიდეოებიც არსებობს?!" - ამის შესახებ გადაცემაში „პრიორიტეტი" შოთა გლურჯიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა წინა „რეჟიმის" წარმომადგენლები ფარული ვიდეოების გადაღებებისთის პასუხისგებაში არც მიეცნენ:


„საუბარია იმაზე, რომ უნდა დაისაჯოს და ა.შ. დიდი შანსია, რომ არ დაისაჯოს. ძალიან ბევრი რეჟიმი ვიცით, რომელიც არ დასჯილა. არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის მფარველები ვერ შეძლებენ მას მართლმსაჯულება აარიდონ.

 

შესაძლებელია უცხო ქვეყნის დაზვერვამ ისარგებლოს ამით და მოხდეს ამ ხალხის შანტაჟი და მართვა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ.  ერთის მხრივ, თუ მაღალ პოსტებზე არის ეს ხალხი და მას შესაძლოა სხვა ქვეყნის სამსახურები აშანტაჟებდნენ, მეორეს მხრივ არის ზნეობრივი პრობლემა, რომ ტერორისტის მოთხვნას არ დაჰყვე და არ შეასრულო ის, რასაც ის ითხოვს. დიდი დილემის წინაშე ვართ.

ვუთანარგნობ ყველანაირად მათ."- განაცხადა გლურჯიძემ. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner