„ჩვენ თუ ადამიანები გვქვია უნდა ვიყოთ ლმობიერები და მიმტევებლები" - განაცხადა ქეთი დუმბაძემ გადაცემა „პრიორიტეტში" ფარულ ვიდეოებზე საუბრისას.
„მე პირადად იმისთვის, რომ გადავრჩე, ვიცოცხლო და გული არ გამისკდეს, არ ვუყურებ არაფერს. არ ვხსნი არც ერთ ლინკს და არ ვესაუბრები არც ერთ უცხო ადამიანს ფეისბუქში. წარმოუდგენელია ეს უსაძღვრო ღვარძლის ზღვა, რომელიც იღვრება, სად იღებს სათავეს.
მე პირადად მინდა რომ გადავრჩე ჩემს მეგობრებთან ერთად, ქვეყანა გადარჩეს. ასეთი გარეწრობა, რაც ჩაიდიენს, წარმოუდგენელია!"