„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ჟურნალ „სარკესთან" „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდგომ მდგომარეობას იხსენებს.
როგორც ბაქრაძე აცხადებს, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები კომუნალურ გადასახადებს არ იხდიდნენ, ასევე სარგებლობდნენ სხვა „შეღავათებითაც", თითოეული მათგანი დასაჭერი იყო, თუმცა მაშინ ტოტალური დაჭერები ქვეყანას არ აწყობდა, და ამის იგნორირებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მომგებიანი პოლიტიკური სვლა განახორციელა.
„2004 წლის პერიოდში ყველა დასაჭერი ვიყავით, რადგან გადასახადებს არ ვიხდიდით. მაგალითად, მე გზას და დენს ვიპარავდი. ბევრი საქმის აღძვრა შეიძლებოდა მაშინდელ ხელისუფლებასა და მის საქმეებზე, მაგრამ მაშინ ფართომასშტაბიანი დაჭერა ქვეყანას დააზარალებდა. ამიტომაც არ აღიძრა საქმე მაშინდელ პრეზიდენტზე, ყოფილი მთავრობის დიდ ნაწილზე და ეს იყოს სწორი პოლიტიკური სვლა", - აცხადებს ბაქრაძე.