logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში წმ. ქალწულმოწამე მარინეს სახელობის ტაძარი იკურთხა
- +

21 აპრილი. 2017. 15:58



დღეს წმ. ქალწულმოწამე მარინეს სახელობის ტაძარი შემოქმედელმა მიტროპოლიტმა - მეუფე იოსებმა აკურთხა და წირვა-ლოცვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.


ტაძრის კურთხევას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.


წმ. მარინეს ტაძრის სრული აღდგენა 2015 წელს ნაკაიძეების ოჯახის ინიციატივით დაიწყო. მშენებლობა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა სოფელ ბახვის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიიღო. მცირე დროში დაიწერა ახალი ხატები და ტაძარი სრულად აღიჭურვა საეკლესიო სამკაულებით. ეკლესიის მთავარ სიწმინდეს წარმოადგენს დიდმოწამე მარინეს წმინდა ნაწილი, რომელიც ნაკაიძეების ოჯახის მეშვეობით ჩამოაბრძანეს სოფელ ბახვში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდა.





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner