logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ფრანგი ხალხი მეტს აღარ მოითმენს!
- +

21 აპრილი. 2017. 16:11

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზში გუშინ მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გავლენას მოახდენს არჩევნებზე.


მორიგი ტერაქტი პარიზში. ფრანგი ხალხი მეტს აღარ მოითმენს. აღნიშნული დიდ გავლენას მოახდენს არჩევნებზე", - წერს დონალდ ტრამპიTwitter"-ზე.


აღსანიშნავია, რომ პარიზში გუშინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპი პირველი იყო, ვინც მომხდარს ტერაქტი უწოდა.

 

ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, სინამდვილეში საშინელებაა, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს ტერორისტული აქტია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


პარიზში, ელისეის მინდვრებზე გუშინ ადგილი ჰქონდა სროლას. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაჭრილია. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner