აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზში გუშინ მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გავლენას მოახდენს არჩევნებზე.
„მორიგი ტერაქტი პარიზში. ფრანგი ხალხი მეტს აღარ მოითმენს. აღნიშნული დიდ გავლენას მოახდენს არჩევნებზე", - წერს დონალდ ტრამპი „Twitter"-ზე.
აღსანიშნავია, რომ პარიზში გუშინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპი პირველი იყო, ვინც მომხდარს ტერაქტი უწოდა.
„ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, სინამდვილეში საშინელებაა, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს ტერორისტული აქტია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პარიზში, ელისეის მინდვრებზე გუშინ ადგილი ჰქონდა სროლას. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაჭრილია. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.