"არჩევნებისთვის, შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობა" და "რესპუბლიკური პარტია" გაერთიანდნენ" - განცხადება "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განმარტებით, ეს პარტიები შეხედულებებით ერთმანეთთან ყველაზე ახლოს დგანან:
ახვლედიანის განცხადებასთან დაკავშირებით "მარშალპრესი" ლევან ბერძენიშვილს დაუკავშირდა.
"გიორგი ახვლედიანი არის იდიოტი! ასეთ სისულელეს რომ კაცი იტყვის... აზრზე არ არის რას ლაპარაკობს. ეს ადამიანი ვერ არის პოლიტიკურ გრძნობაზე!", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილის განცხადებას გიორგი ახვლედიანი პასუხობს:
"ეიფორიაშია. მე ვერ ვიკადრებ იმ ტერმინებით საუბარს, როგორც მან ისაუბრა ჩემზე, არაადეკვატურია. მათ ციხი შხაპი ესხმებათ, როცა არჩევნების შემდეგ აღმოაჩენენ რომ არაფერი გამოსდით. მერე უბრუნდებიან რელაობას. მე ეს განცხადება, რაიმე კულუარული ინფორმაციით, სანდრო წყაროზე დაყრდნობით კი არ გავაკეთე, მე ვთქვი, რომ ეს პერსპექტივა არსებობს. ეს არის პოლიტიკური ლოგიკა, ვინაიდან პოლიტიკური მიზიდულობის ცენტი რესპებისთვის ნაცები არიან. თუ გავითვალისწინებთ პრაქტიკას, რომ მათ 2 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს, ლოგიკა გვკარნახობს, თუ, რა თქმა უნდა, ლოგიკა მათი პარტიის ლიდერებს შერჩენილი აქვთ, რომ ლოკომოტივის გარეშე ცარიელი ვაგონები არიან. ისინი ვერ დაიძვრებიან, ბარიერს ვერ გადალახავენ და ფინიშამდე ვერ მივლენ. მათი სოფლმხედველობის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, შესაძლოა იყვნენ ერთად. ეს არის პოლიტიკური ანალიზის სფერო. რა თქმა უნდა, ეს მათი უფლებაა, როგორ იმოქმედონ წინასაარჩევნოდ", - განაცხადა ახვლედიანმა "მარშალპრესთან".
შეკითხვაზე, თუკი რესპუბლიკური პარტია 2%-იანია, მაშინ რაში სჭირდება "ნაციონალრუ მოძრაობას" მათთან ერთობა? - ახვლედიანი პასუხობს:
"ნაცებს სჭირდებათ ოპოზიციურ ფლანგზე მეტ-ნაკლებად "გაპრავება". ნაციონალებმა ვერ მოახერხეს, ბოლო 4 წლის განმავლობაში ოპოზიციაში ლეგიტიმაციის მოპოვება. ის ჯერ კიდევ არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა. "ნაციონალებს" შეიძლება დასჭირდეს პოლიტიკური ძალების შემოლაგება, რომ მოახდინოს საკუთარი თავის ლეგალიზაცია ოპოზიციაში", - განაცხადა ახვლედიანმა "მარშალპრესთან" საუბრისას.