საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ირანელებმა თავად იხილონ, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ.
„ჩვენი პოზიცია ნათელია, ეს გახლავთ საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება. როგორც თქვენთვის ცნობილია, მეორე ტალღის სანქციები ირანთან მიმართებაში მოიხსნა. საქართველოს მთავრობა ხედავს საჭიროებას, რომ იყოს დაბალანსებული უსაფრთხოების საკითხები და ზუსტად ის თემა, რომ ქვეყანაში შემოვიდეს მეტი თანხა ტურიზმის შედეგად. ამავე დროს მნიშვნელოვანია, ირანელებმა თავად იხილონ, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ, რომელიც წინ დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს", - განაცხადა იან კელიმ.