გერმანიაში, ქალაქ ვალდსჰუტში უცნობმა პირმა Postbank-ის ადგილობრივ განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა.
ბანკის განყოფილებასთან მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარე ტერიტორია ბლოკირებულია პოლიციის მიერ. შენობაში ბანკის ორი თანამშრომელი იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ასევე შენობაში იმყოფება. არ არის გამორიცხული, რომ მან მძევლად აიყვანა ბანკის თანამშრომლები.