logo_geo
eng_logo
ჩარლი ბერმანი: საქართველოს მთავრობამ ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში
- +

21 აპრილი. 2017. 20:21



„საქართველოს მთავრობამ ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი  გადადგა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რამაც თქვენს ქვეყანას საშუალება მისცა დაემკვიდრებინა მყარი პოზიცია საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას შორის", - აღნიშნული განცხადება  საფინანსო ჯგუფ „ბარკლეის" (Barclays) ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია-ოკეანის რეგიონის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელმა, ჩარლი ბერმანმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


როგორც მან აღნიშნა, საფინანსო ჯგუფი თანამშრომლობს როგორც საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან, ისე რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან და ბანკთან საქართველოში, რამაც განაპირობა მათ ფასიანი ქაღალდების წარმატებული განთავსება საერთაშორისო ბაზარზე, რაც დადებითად იქნა მიღებული ინვესტორების მხრიდან.


„ჩვენი როლი ამ პროცესში იყო და რჩება ხელი შევუწყოთ საქართველოს წარდგენას და ფასიანი ქაღალდების გავრცელებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს  მტკიცე და მყარი პოზიცია როგორც სამთავრობო, ისე საბანკო და კორპორატიულ დონეზე", -  აღნიშნა  ჩარლი ბერმანმა











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner