logo_geo
eng_logo
ქრისტინე იმედაძე: ეს ბავშვმა არ უნდა იცოდეს!
- +

2 აპრილი. 2016. 10:55


მომღერალი ქრისტინე იმედაძე პირად facebook-გვერდზე წერს, თუ რატომ არ უნდა იყვნენ არასრულწლოვანები ამ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

 

 

მშობლებო! რატომ აქვთ თქვენს არასრულწლოვან შვილებს ფეისბუქი"?! თქვენ თვლით, რომ 7-8 წლის ან თუნდაც 13-14 წლის ბავშვს ისეთივე წვდომა უნდა ჰქონდეს ყველანაირ ინფორმაციაზე, როგორიც თქვენ გაქვთ? დავიჯერო, არასდროს გითქვამთ შვილისთვის - წადი შენ ოთახში, აქ უფროსები ვსაუბრობთ!?

 

ფეისბუქზე" ხშირად უფროსებსაც გვისკდება გული, ისეთ რაღაცას ვაწყდებით... ბინძური ვიდეოები... ვირუსები, რომლებიც თქვენ მოგდით ინბოქსში, მათაც მისდით...

 

ზოგჯერ თქვენივე სტატუსები თუ სახალხო მიმოწერებია ისეთი, რომ ეს ბავშმა არ უნდა იცოდეს... თქვენ გაბუღული სამზარეულოდან აგდებთ, მაგრამ ის ფბ"-დან იგებს იმასაც და იმაზე მეტსაც...

რა ფილმებს უყურებენ ბავშვები? რა თამაშებს თამაშობენ? ახლა ამას რომ ვწერ, ამასაც კითხულობენ თქვენი შვილები, თორემ კიდე მეტს დავწერდი...

 

ამ ბოლო დროს ძალიან, ძალიან ბევრი ცუდი ამბავი გავიგეთ... არავის აზრს არ ვახვევ, მაგრამ უდიდესი ბრალი მე ბავშვების ინტერნეტთან ასე მარტივად და ამხელა დოზით წვდომა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მგონია...

 

მესმის, რომ დღეს სხვანაირი ბავშვები არიან და მე თუ დაჭერობანადან ფეისბუქამდე" ბევრი წელი მაშორებდა, მათ მთავარი სათამაშო აიფონი" აქვთ 9 თვის ასაკიდან...

 

მაგრამ ამ გვერდს ხომ უფროსები უხსნიან ბავშვებს... რატომ? თუ მე უმცირესობაში ვარ?" - წერს მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner