logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა ტერორისტების მხრიდან ბირთვული თავდასხმის საფრთხეზე
- +

2 აპრილი. 2016. 11:05


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ტერორისტების მხრიდან ბირთვული თავდასხმის საფრთხე, რომელიც მთელ მსოფლიოს შეცვლის, რეალურია.


მისივე თქმით, მსოფლიომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ბირთვული ტერორიზმის პრევენციის მიზნით. ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს" მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო ხელში ჩაგდება „გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს".

 

ეჭვი არ არსებობს, რომ თუ ამ შეშლილ ადამიანებს ხელში ჩაუვარდებათ ბირთვული ბომბი ან ბირთვული რესურსები, ისინი აუცილებლად გამოიყენებენ მას რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოსაკლავად. ერთადერთი, ყველაზე ეფექტური თავდაცვა ბირთვული ტერორიზმისგან არის ის, რომ დავიცვათ სრულიად ეს რესურსები, რათა იგი არ მოხდეს ასეთი ადამიანების ხელში", - განაცხადა ობამამ.


ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ორდღიანი იყო და 1 აპრილს დასრულდა. მას მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner