ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-უშგულის მონაკვეთის 10 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გზის საპროექტო ტრასა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, იწყება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 154 კმ მონაკვეთზე, უღვირის უღელტეხილზე და ჩაუყვება უღვირის ქედის სამხრეთ ფერდობს, იფარის ტერიტორიული ერთეულის „ლენდგვილის" ხიდამდე.
გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოების განხორციელება:
ტრასის აღდგენა და დამაგრება;
დაზიანებული მილების დემონტაჟი;
ვაკისის ზედაპირისა და ფერდების მოშანდაკება;
2 არსებული ხიდის შეკეთება;
გაბიონის კედლების მოწყობა;
არსებული რკინა-ბეტონის კედლების შეკეთება;
სამოსის მოწყობა არმირებული ბეტონის საფარით;
ეზოში შესასვლელების მოწყობა;
ავტობუსის გაჩერებების და პავილიონების მოწყობა;
საგზაო ნიშნების მოწყობა;
სავალი ნაწილის მონიშვნა;
საგზაო შემოფარგვლის მოწყობა;
მესტია-უშგულის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე განხორციელდა 12,4 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.