logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: გასაგებია, რომ სკანდალებს დასდევთ, მაგრამ...
- +

22 აპრილი. 2017. 01:39


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ეს ფოტო იმ სააგენტოებს ეძღვნება, ვინც დღეს წერდა ბობოყვათის ხიდზე - ხის გადატანის გამო დაშალესო. დაშალეს ამ ხიდის უკანა ხიდი, იმიტომ რომ რკინიგზამ გააკეთა ეს, ახალი. ფოტო ისე იყო გადაღებული რომ 20 მეტრში მყოფი მეორე ხიდი არ გამოჩენილიყო და თქვენც ავარდით. სანამ რამეს წერ, თუ არ გადამოწმებ, ხომ უნდა იცოდე მაინც რაზე წერ რომ მერე თავი არ გაიმასხარაო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ხიდს ხის გამო შლიდნენ, მეორე რატომ არ დაშალეს?  და მაგასაც რომ თავი დავანებოთ, ამ ხიდების გვერდით ასფალტიანი გზაა და ხის ტრანსპორტირებისთვის მას გამოიყენებდნენ, მითუმეტეს რომ უკვე გამოიყენეს რამდენჯერმე. გასაგებია, რომ სკანდალებს დასდევთ, მაგრამ ცოტა ლოგიკაც ხომ უნდა ამუშაოთ" ,- წერს უძილაური.

 


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner