„ეროვნული ფორუმის" ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა „პოლიტიკაში" საუბრისას აღნიშნა, რომ კოალიციიდან გასვლის იდეაზე 27 დეკემბერს საუბრობდენენ და ეს იდეა ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
„ერთ საიდუმლოს გავცემ, რადგან მოვლენებმა ისეთი სახე მიიღო, „ეროვნული ფორუმის" ქმედებამ გარკვეულად ინტრიგა დაკარგა. ჩვენ კოალიციიდან გასვლის იდეაზე უკვე 27 დეკემბერს ვსაუბრდბით ბაკურიანში, როდესაც პარტიის რაიონული თავმჯდომარეები და საბჭო შევკრიბეთ. იქ იყო ვერსია განხილული - რომ ხომ არ გავიდეთ კოალიციდან", - განაცხადა სანიკიძემ.