ავღანეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის" წევრები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს და 140 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. თავდასხმა ქალაქ მაზარ-ი-შარიფის მახლობლად მოხდა.
ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის დროს „თალიბები" სამთავრობო ძალების ფორმაში იყვნენ გადაცმულები.
თავდასხმა იმ მომენტში მოხდა, როდესაც სამხედროები ბაზის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთიდან გამოდიოდნენ. „ბოევიკებმა" სასადილოში მყოფი სამხედროებიც დაცხრილეს.
ბაზაზე ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. „თალიბების" მხრიდან სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.