logo_geo
eng_logo
ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 140 სამხედრო ემსხვერპლა
- +

22 აპრილი. 2017. 11:13



ავღანეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის" წევრები სამხედრო ბაზას  დაესხნენ თავს და 140 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. თავდასხმა ქალაქ მაზარ-ი-შარიფის მახლობლად მოხდა.


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის დროს „თალიბები" სამთავრობო ძალების ფორმაში იყვნენ გადაცმულები.


თავდასხმა იმ მომენტში მოხდა, როდესაც სამხედროები ბაზის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთიდან გამოდიოდნენ.   „ბოევიკებმა" სასადილოში მყოფი სამხედროებიც დაცხრილეს.


ბაზაზე ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. „თალიბების" მხრიდან სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner