logo_geo
eng_logo
„პარტნიორობას მურატ ილდირიმი გამიწევს“ - ნინი ბადურაშვილი თურქ მსახიობთან ერთად ფილმში ითამაშებს
- +

22 აპრილი. 2017. 11:19



„ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლში მე ვიქნები. ეს იქნება თურქულ-ქართული პროექტი", - ამის შესახებ ნინი ბადურაშვილმა „სარკესთან" ისაუბრა. ახალ ფილმს მომღერლის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი იღებს, ნინი კი ცნობილ თურქ მსახიობ მურატ ილდირიმთან ერთად მთავარ როლს ითამაშებს.

 

„ფილმის გადაღება მაისიდან იგეგმება და ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. ჟანრს რაც შეეხება, დრამაა. ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, კინოში მთავარი როლი ვითამაშო, ამიტომაც ამ პროექტზე ყველაზე მეტად ვღელავ, ძალიან საპასუხისმგებლო იქნება. მამა გადაღებებზე მკაცრია, მისი განრისხებაც მინახავს, ვიღაცამ თუ რაღაც ისე ვერ გააკეთა.

 

ფილმში პარტნიორობას მურატ ილდირიმი გამიწევს. იგი ძალიან გამოცდილი მსახიობია და მისი პარტნიორობა ადვილი არ იქნება. იგი „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის დროს გავიცანი. ამასწინათ კინოჯგუფი ჩავედით სტაბოლში და იქაც შევხვდი. რომ მნახა, გაუხარდა, გაახსენდა პროექტის მიმდინარეობის პერიოდი", - აღნიშნა ნინი ბადურაშვილმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner