logo_geo
eng_logo
ვის ეკუთვნის არხი, რომელზეც მიხეილ სააშვილის ტელეშოუ გადის
- +

22 აპრილი. 2017. 12:18



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი საქმიანობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის სატელევიზიო არხი, რომელზეც სააკაშვილმა დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ უკრაინელ ოლიგარქს ეკუთვნის.


როგორც გადაცემა „პანორამაში" ირაკლი გოგავამ განმარტა, სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის მისი მედიაში არგამოჩენა, რასაც პოროშენკოს ხელისუფლება კარგად მიხვდა და მას ლიმიტირებულად უშვენებ ეროვნულ არხებზე.

                            

„ის არხი, სადაც მან დაიწყო მოღვაწეობა, ეკუთვნის დიმინსკის, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი უკრაინელი ოლიგარქი. მისი ქონება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული და როგორც ჩანს, მან ალიანსი დაამყარა სააკაშვილთან და მისცა ეთერი", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


იმაზე, თუ ვის ბანაკშია დიმინსკი, ირაკლი გოგავა ამბობს, რომ ის კავშირში იყო იანუკოვიჩთან, თუმცა, იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, მომხრეთა ბანაკები დაიქსაქსა და ახლა ახალი ბანაკების ფორმირება მიდის.


„როგორც ჩანს, დიმინსკი საკუთარ პროექტს ახორციელებს სააკაშვილის სახით",- აღნიშნა ირაკლი გოგავამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner