logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: სულ რომ არ გახსოვს და უცებ ადრე გამოჩენილ ყურადღებას რომ გაგახსენებენ, მაგარი გრძნობაა...
- +

22 აპრილი. 2017. 12:43



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რამდენიმე დღის წინ ერთ კაფეში შევედი. ორი ბიჭი ელაპარაკებოდა გამყიდველს, მალევე გამოვედი და ერთ-ერთმა გამაჩერა - გიორგი ხართო? კი მეთქი, თან გავიფიქრე, ეტყობა, იმ ნაცნობთაგანია, რომ იცნობ, მაგრამ არ გახსოვს, საიდან და წამოკოტრიალებულ ტვინის უჯრედებს რომ აძალებ ოპერატიულ მუშაობას არქივებში, გადავრჩი! არ ვიცნობდი!.. ის კი მიცნობდა, იმიტომ რომ ახსოვდა, თუ როგორ ჩავედი ორჯერ თურქეთის ქალაქ სამსუნში 19 წლის ჟურნალისტი ციხეში ჩასმული პატარა ქართველი ფეხბურთელების ამბის საქართველოსთვის მისატანად. იმ ბავშვებიდან არცერთის სახელი, არცერთის სახე არ მახსოვს, იმ ბიჭმა კი ამდენი წლოს შემდეგ მიცნო და თან ის ისტორიაც გამახსენა. მოკლედ, სულ რომ არ გახსოვს და უცებ რაღაც ადრე გამოჩენილ ყურადღებას რომ გაგახსენებენ, მაგარი გრძნობაა და კარგი სტიმულია მეტი ყურადღების გამოჩენის სურვილისთვის.

 

თუ ვინმეს მიმართ უყურადღებობა გამოვიჩინე, მაპატიეთ და „დაკიდებაში" არ ჩამითვალოთ.

 

... და კიდევ, იმ ბავშვების გათავისუფლებაში ძალიან დიდი წვლილი მოუძღვის დავით სალარიძეს, კაცს, რომელიც იმ დროს საქართველოს სახალხო დამცველი იყო. მადლობა, ბატონო დავით!" - წერს უძილაური.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner