ადვოკატ ციცინო ცხვედიანის განცხადებით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ქართლოს ღარიბაშვილის 87 წლის დედას სახლი დაუბრუნა.
„დღეს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ქართლოს ღარიბაშვილის 87 წლის დედას სახლი დაუბრუნა! გარკვეულ მიზეზთა გამო სხვა კომენტარს ამ საქმეზე არ გავაკეთებ", - სოციალური ქსელის მეშვეობით აცხადებს ადვოკატი ციცინო ცხვედიანი.