logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის ე.წ. საზღვარზე ბრძოლა გაჩაღდა
- +

2 აპრილი. 2016. 12:44


აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის ე.წ. საზღვარზე ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული და სომხური მედია იტყობინება.


როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აზერბაიჯანის მხრიდან თავდასხმის შემდეგ სომხეთის შეიარაღებული ძალები თავდაცვით ზომებს მიმართავენ.


აზერბაიჯანულ მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სომხეთის ძალებმა 127-ჯერ დაარღვიეს.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. აღნიშნულს არ ადასტურებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner