„გუშინ რიგ ტელევიზიებში გავიდა მასალა, თითქოს თავს ვიკავებ გრიფირების საკითხებზე კომენტარისგან. რადგან სხვამ არავინ აჩვენა, ისევ მე დავდებ სრულ ვერსიას, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია წერს და აქვე ვიდეოს ავრცელებს.